საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VIII კონფერენციის ანონსი

მოხარულები ვართ გაცნობოთ, ამა წლის 28 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VIII კონფერენცია. 

კონფერენცია ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერის, საქართველოში ბიოქიმიის ფუძემდებლის პეტრე ქომეთიანის 125 წლის იუბილეს.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია (agb.org.ge) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან უნივერსიტეტების და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ასევე გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია ახალგაზრდა მკლევარების ჩართულობით.

საპოსტერო მოხსენებით წარდგენის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოხსენების აბსტრაქტი (მაქსიმუმ 250 სიტყვა) 15 ნოემბრამდე ელ.ფოსტის მისამართზე agbiochemists@gmail.com