საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია

6 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია. პროგრამა იხილეთ ბმულზე. სამუშაო ენა: ქართული დრო: 6 დეკემბერი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3 დასწრება თავისუფალია.