საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების წევრების მონაწილეობა FEBS-ის ყოველწლიურ კონგრესზე

ამა წლის 5-9 ივლისს ქ. სტამბულში, თურქეთი ჩატარდა ევროპულ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) 49-ე კონგრესი (https://2025.febscongress.org/about-febs-congresses), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის წევრებმაც. მათ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს სამეცნიერო კვლევის შედეგები და განიხილეს  მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.