საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის V კონფერენცია

ამა წლის 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართა საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის V კონფერენცია.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოხსენებებით წარდგნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, უნივერსიტეტი “გეომედი”-ს და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკლევარები.

ასევე გაიმართა საპოსტერო მოხსენებების სესია ახალგაზრდა მკლევარების ჩართულობით.

ჩატარდა ასოციაციის პრეზიდენტის და საბჭოს ახალი წევრების არჩევნები, ასევე აუდიტორიას წარუდგინეს ასოციაციის ახალი ვებგვერდი (agb.org.ge) და გააცნეს FEBS Congress 2024 და Young Scientists Forum-ში მონაწილეობის წესები.