კონფერენციის მონაწილეების მოხსნებების რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის 30 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში (მის. გიორგი წერეთლის 1, ვაკის პარკის მიმდებარედ) ჩატარდება საქართველო ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VI კონფერენცია.

დაგეგმილია ზეპირი სამეცნიერო მოხსენებები და სტუდენტების (საბაკალავრო და სამაგისტრო დონე) სასტენდო მოხსენებების სესია.

სასტენდო მოხსენებებისთვის მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2024 წლის 15 ნოემბრამდე.

მოთხოვნები სასტენდო მოხსენებებისათვის

სტუდენტების მიერ გამოგზავნილი ნაშრომები უნდა ეხებოდეს ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის ან/და ბიოინფორმატიკის დარგში ჩატარებულ ორიგინალურ კვლევას.

ნაშრომის ფორმატი და კრიტერიუმები:

სტატიის სტრუქტურა (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

  • სტატიის სათაური
  • ავტორის(ების) სახელი და გვარი
  • სტრუქტურირებული რეზიუმე, რომელიც მოკლედ მოიცავს კვლევის მიზნებს, მეთოდებს, მიღებული შედეგებს და დასკვნებს
  • გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.

 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომი ელფოსტის შემდეგ მისამართზე: agbiochemists@gmail.com