FEBS-ის ახალგაზრდა მეცნიერთა 23-ე ფორუმი (YSF 2024), რომელიც ტარდებოდა იტალიის ქალაქ პავიაში, მონაწილება მივიღე როგორც PhD სტუდენტმა. ფორუმის დასრულების შემდეგ მონაწილეები დავესწრით 48-ე FEBS Congress-მილანში.
FEBS-ის ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმი და კონგრესი ჩემთვის ღირებული გამოცდილება იყო. ფორუმი დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით. შევხვდი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულსტუდენტებს და მეცნიერებს. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა საინტერესო მოხსენებებისთვის, გამეცნო ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე კვლევითი მიმართულებები.
FEBS-ის ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმი და კონგრესი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა პროფესიული ქსელის გასაფართოებლად, ახალი ცოდნის მისაღებად და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის დასაწყებად.

