ნატალია კიკნაძე

მონაწილეობა მივიღე 2022 წელს ჩატარებულ რიგით 46-ე FEBS კონგრესში და ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმში (The biochemistry global summit + 25th IUBMB Congress + 15th PABMB Congress and YSF) PhD სტუდენტის სტატუსით. ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმი ჩატარდა ქალაქ ვიმეიროში, პორტუგალიაში. ძირითადი კონგრესი კი – ლისაბონში, პორტუგალიაში. ახალგაზრდა ფორუმისგან მივიღე ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილებები და დიდი გამოცდილება. ფორუმის მსვლელობისას მონაწილეებს ჩაგვიტარდა არაერთი საინტერესო მოხსენება, გვქონდა საშუალება გაგვეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება უცხოელ კოლეგებთან და ასევე მიგვეღო საინტერესო უკუკავშირი. გარდა ამისა გვქონდა პირდაპირი კავშირი გამოცდილ მეცნიერებთან და აკადემიკოსებთან, სადაც შეგვეძლო დაგვესვა კითხვები და მიგვეღო რჩევები კვლევის შესახებ. ასევე ჩაგვიტარდა არაერთი ჯგუფური ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც გასხვავებული მიდგომებით ვმუშაობდით პრობლემის გადაჭრაზე, პროექტის შემუშავებაზე და ა.შ. საერთო ჯამში გარემო და განწყობა იყო პოზიტიური და მეგობრული. ფორუმის შემდეგ გამოვაქვეყნე რამდენიმე სტატია მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, უფრო თამამად მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში და დავიცავი დისერტაცია. ყველა ახალგაზრდა მეცნიერს ვურჩევდი მიიღოს მონაწილეობა ფორუმში, რადგან გარდა უნიკალური გამოცდილების, ახალი ცოდნის და პრაქტიკული სამუშაოებისა მონაწილე გაიცნობს კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ექნება საშუალება გააზიაროს საკუთარი გამოცდილება, შეიცნოს რას აკეთებენ სხვა ქვეყნებში და გაატარს სასიამოვნო დრო ახლად შეძენილ მეგობრებთან, რომელთანაც პოტენციურად დიდი ხნის მანძილზე შეუნარჩუნდება მეგობრული ურთიერთობა.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი