მარიკა ჩიკვილაძე

დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში ორჯერ მომეცა შესაძლებლობამომეპოვებინა Federation of European Biochemical Societies (FEBS)-ის გრანტი. 2023 წელს გავხდი „FEBS Bursary“-ის მფლობელი, რომლის ფარგლებში დავესწარიFEBS-ის 47- კონგრესს, რომელიც გაიმართა ტურსში, საფრანგეთი (8–12 ივლისი). აღნიშნულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი მოტივაცია მომცა, აქტიურადვყოფილიყავი ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში დამონაწილეობა მიმეღო ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმებშ. 2025 წელსმოვიპოვე FEBS-ის ახალგაზრდა მეცნიერის გრანტი, რომლის სრულიდაფინანსებით მონაწილეობა მივიღე FEBS-ის 24- ახალგაზრდა მეცნიერთაფორუმში (YSF 2025), რომელიც გაიმართა საპანჩაში, თურქეთი, ასევე FEBS-ის 49- კონგრესზე, სტამბულში.

აღნიშნულმა ფორუმებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემი აკადემიურიცოდნის გაღრმავებასა და კვლევითი უნარების განვითარებაში. ამავდროულად, მომცა შესაძლებლობა გამეცნო ჩემი სამეცნიერო სფეროს ახალგაზრდამკვლევრები, გამეზიარებინა მათთვის ჩემი გამოცდილება და დამემყარებინაპროფესიული კავშირები, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სამომავლოსაერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტებისგანხორციელებისთვის. გარდა ამისა, ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გააძლიერაჩემი მოტივაცია სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებისა და საერთაშორისოაკადემიურ სივრცეში აქტიური ინტეგრაციის მიმართულებით.

ვფიქრობ, მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რადგან ისინი არა მხოლოდ ხელს უწყობს მოტივაციისზრდას, აკადემიური ცოდნისა და კვლევითი უნარების განვითარებას, არამედ ქმნის საერთაშორისო პროფესიული ქსელის გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძველს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი