ლელა ჩიტაძე

2022 წელს მონაწილეობა მივიღე  FEBS-IUBMB-PABMB-ის რიგით 46-ე კონგრესსა და FEBS-ის ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმში PhD სტუდენტის სტატუსით.   ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმი გაიმართა პორტუგალიაში ქალაქ ვიმეიროში, ხოლო კონგრესი ლისაბონში. FEBS-ის საზოგადოებამ სრულად დააფინანსა ჩემი მონაწილეობა ორივე ღონისძიებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  PhD სტუდენტისათვის.

ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმის მსვლელობისას გავიცანი ახალგაზრდა მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათი  კვლევითი მიმართულების განცნობით მნიშვნელოვად გავიფართოვე სამეცნიერო თვალსაწიერი. ასევე, საკუთარი კვლევის წარდგენა საერთაშორისო, მაღალი დონის აუდიტორიის წინაშე იყო ძალიან მნიშვნელოვნი გამოცდილება. ფორუმის ფარგლებში იმართებოდა ვორქშოფები ახალგაზრდა მეცნიერებისათვის  პრაქტიკული მნიშვნელობის თემებზე. განსაკუთრებით მახსენდება ვორქშოფი  აბსტრაქტების წერის ტექნიკის განვითარებაზე, რომლის დროს სხვა მკვლევარებთან ერთად განვიხილე  ჩემი ერთ-ერთი ნაშრომის აბსტრაქტი და მათი რჩევების საფუძველზე გავაუმჯობესე  საბოლოო გამოსაქვეყნებელ ვერსიამდე.

უშუალოდ FEBS-IUBMB-PABMB 2022 წლის გლობალური სამიტზე მოვისმინე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ლექციები. შესაძლებლობა მქონდა, პირადად დავსწრებოდი ნობელის პრემიის ლაურეატის, სტეფან ჰელის, პლენარულ მოხსენებას ფლუორესცენციული მიკროსკოპიის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე. ასეთი მასშტაბის მეცნიერების მოსმენამ მნიშვნელოვნად გამიფართოვა წარმოდგენა თანამედროვე მეცნიერების განვითარების პერსექტივებზე.

FEBS-ის კონგრესში მონაწილეობა გახდა ჩემი მთავარია მოტივაცია აქტიურად ვეძიო საერთაშორისო კონფერენციებში, ვორქშოფებსა თუ სხვა აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობები. მას შემდეგ გამოვაქვეყნე რამდენიმე საეთაშორისო სტატია და დავიცავი დისერტაცია. ასევე მონაწილეობა მივიღე რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში (მაგ., FENS ფორუმი 2024, EBRAINS სამიტი 2025).

FEBS-ის ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმი და კონგრესი უპირობოდ არის ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ყველა  სტუდენტმა თუ ახალგაზრდა მეცნიერმა უნდა გამოიყენოს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი