
დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია და მთელი სამეცნიერო საზოგადოება აღნიშნავს დიდი ქართველი ბიოქიმიკოსის პეტრე ქომეთიანის დაბადების დღეს. აკადემიკოს პეტრე ქომეთიანის სახელი ასოცირდება საბჭოთა კავშირში ადამიანისა და ცხოველების ბიოქიმიის დაწყებასთან, ასევე ნეიროქიმიკოსთა სკოლის დაარსებასთან. მან შეადგინა და გამოსცა ბიოქიმიის პირველი სახელმძღვანელო ქართულად, იყო მრავალი მონოგრაფიის, სამასზე მეტი ნაშრომის ავტორი ზოგადი და სპეციალური ბიოქიმიის, ნეიროქიმიის დარგში; იყო მრავალი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი, ბევრჯერ იყო არჩეული მსოფლიო ნეიროქიმიკოსთა საზოგადოების წევრად და საბჭოთა ბიოქიმიკოსთა საზოგადოების გამგეობაში.
ვრცლად მისი ბიოგრაფიის და მიღწევების შესახებ იხილეთ:
https://lifescience.org.ge/about-center/history/eminent-scientists/133–.html
http://science.org.ge/old/members/Dis/kometiani.pdf