მონაწილეობა მივიღე ბიოქიმიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმში (The FEBS Young Scientists’ Forum), რომელიც ჩატარდა 2024 წლის 26-29 ივნისს იტალიის ქალაქ პავეაში. ფორუმზე წარვდექი დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსით.
ეს ფორუმი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა იყო. პროგრამა დატვირთული აღმოჩნდა მრავალფეროვანი და პრაქტიკული ვორქშოფებით (Workshops). გარდა სამეცნიერო ნაწილისა, ფორუმმა მომცა შანსი, შევხვედროდი და დავმეგობრებოდი სტუდენტებსა თუ ახალგაზრდა მკვლევრებს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები საინტერესო აქტივობებში, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი სამეცნიერო საქმიანობა და ვიმსჯელეთ საერთო სამომავლო მიზნებზე.
ფორუმის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელე მუშაობა ჩემს სადოქტორო კვლევაზე. ამ პერიოდში მივაღწიე მნიშვნელოვან ექსპერიმენტულ პროგრესს, რაც აისახა სამეცნიერო ნაშრომების მომზადებასა და კვლევის შედეგების დამუშავებაში.


