საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია (AGB) მიზნად ისახავს საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერებაში კვლევებისა და განათლების განვითარებას. 

ასოციაციის მისია ხელიშეუწყოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიზნით.

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია დაარსდა 2002 წელს და 2003 წელს გახდა FEBS-ის ასოცირებულ წევრის, ხოლო 2015 წელს FEBS-ის საზოგადოების სრული წევრი. 

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციას ამჟამად ჰყავს 100-ზე მეტი წევრი, მათ შორის დიდი უმრავლესობა უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები არიან.
გახდი წევრი
CV

There is no Event